
ავტორი
Front News საქართველო
ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოქმედებს, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“სახალხო დამცველად როცა ირჩევ ადამიანს, ვისთვისაც არ უნდა იყოს ეს პოზიცია დათმობილი, რა თქმა უნდა მიუკერძოებლობის რაღაც მინიმალური სტანდარტი უნდა არსებობდეს. აქ ვხედავთ, რომ ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნინო ლომჯარიას არჩევით შეცდომა დაუშვეს თუ არა, კობახიძემ განაცხადა, რომ „ეს იყო ერთგვარი კომპრომისი“.
„თავის დროზე ასეთი იყო მოცემულობა, როცა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. სხვადასხვა ნიუანსი იყო და დეტალებში აღარ შევალ, რადგან ეს წარსულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს