
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა.
საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია.
საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს