
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ოლიგარქიზაციის შესახებ კანონი რომ იყოს მოქმედი, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი-კეზერაშვილი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“ – ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე უკრაინაში არის მიღებული კანონი ოლიგარქიზაციის შესახებ და ეს რომ საქართველოში იყოს მოქმედი, ამ კანონის მიხედვით, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად. ესენი არიან „ლელოში“ ხაზარაძე-ჯაფარიძე და „ნაცმოძრაობაში“ სააკაშვილი-კეზერაშვილი.
ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენსკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს