
ავტორი
Front News საქართველო
ოლიგარქები საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას, მათ წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე “დეოლიგარქიზაციაზე“ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში ოლიგარქები ის ადამიანები არიან, ვინც მოსახლეობას 9 წლის განმავლობაში ძარცვავდა.
“ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ “იმედის კვირასთან“.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს