ირაკლი კობახიძე - ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ


ავტორი
Front News საქართველო
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე.
"ალბანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტზე სიტყვით მივმართე ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დემოკრატიული მედეგობის განმტკიცების თემაზე ორგანიზებული მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.
საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ერთგული მოკავშირე, თუმცა მას [საქართველოს] არაერთხელ ექცეოდნენ უსამართლოდ.
ომების, დაუცველობისა და იდენტობის კრიზისის დროს, მსოფლიოს ძლიერი ევროპა სჭირდება.
საქართველო რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინა ხაზზე”,- წერს კობახიძე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე