
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი დახვდა.
ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ირაკლი კობახიძის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვთან. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს