
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში, პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.
საქართველოს დელეგაცია პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს