
ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე.
“ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვისაც ექნება ერთდროულად, ამბიციური და რეალისტური დაპირებები, იქნება სწორედ „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ოპოზიციას, ერთია არის ლელო, რომელიც ამბობს 1000 ლარიან პენსიას, მეორე არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც ამბობს 500-ევროიან პენსიას, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ჰაერიდან მოტანილი ციფრები, რომელსაც არ აქვს არავითარი მყარი საფუძველი. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ გამოვდივართ დაპირებებით, ჩვენი დაპირებები ეფუძნება კონკრეტულ, რეალურ გათვლებს. ჩვენ ვითვლით იმას, როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იქნება საბიუჯეტო პარამეტრები და ამის შესაბამისად, რისი საშუალება ექნება ქვეყანას პენსიების მიმართულებით თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უბრალოდ ჰაერში ისვრის დაპირებებს, რაც არის უპასუხისმგებლობა საკუთარი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს