
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არის პერსონალური დაპირისპირებები, რაც ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისა და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ძალიან კარგია.
"ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული ყველა თვალსაზრისით. იცით, რომ მათ არ აქვთ ხალხის ნდობა. ინსტიტუციურად ისინი არიან აბსოლუტურად დასუსტებულები, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური. არის პერსონალური დაპირისპირებები, ჩვენ ამას შორიდან ვადევნებთ თვალყურს. ქართული დემოკრატიის გაჯანსაღებისთვის და დემოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის ეს პროცესები არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი, თუმცა ვფიქრობ, რომ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში და აუცილებლად განსაკუთრებული გულისყურით წარვადგენთ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს