ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ენჯეოები


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ ვერავინ შეარყევს.
“კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც ხდებოდა ყველა არჩევნებზე. ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. სცადეს, დაპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა