
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციას ყოველ ჯერზე ჩამოჰყავს ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა - ხან იყო აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამის მიზეზია მათი წარსული.
"ეს ინფორმაცია არსებობდა. ყოველ ჯერზე მათ ჩამოჰყავთ ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც მათ შორის. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ, ისინი არიან აბსოლუტურად უსახური და უსუსური ადამიანები, შესაბამისად, მათ აქვთ წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს