ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას რაც უნდა, ის უქნია, 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციურ პარტიებს აქვთ შიდა პატარა კონკურენცია, მაგრამ ბოლოს რასაც ეტყვის "დიფ სთეითი“, იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ „დიფ სთეითი“ დაავალებს, ოთხივე პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
"ოპოზიციას რაც უნდა, ის უქნია. 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საერთოდ არ არის საინტერესო, ერთმანეთს როგორ დაჭამენ, მარჯვნიდან მარცხნივ, თუ მარცხნიდან მარჯვნივ. მათ აქვთ შიდა პატარა კონკურენცია, მაგრამ ბოლოს რასაც ეტყვის „დიფ სთეითი“, იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია. თუ „დიფ სთეითი“ დაავალებს, დაეწყობა ოთხივე პარტია და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამ ყველაფერს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




