ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ამომრჩეველი არის დემოტივირებული, თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია


ავტორი
Front News საქართველო
ცესკოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი, 60 %-ს სცილდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობა და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი დააფიქსირა.
მისივე თქმით, მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას გადაწურული აქვს გამარჯვების იმედი და მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული, თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია.
"მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა დღევანდელ არჩევნებში. იმ ფონზე, რომ ოპოზიციას აქვს საერთოდ დაკარგული გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, აქტივობა არის შედარებით დაბალი. ზოგადადაც, თქვენ იცით, რომ მუნიციპალურ არჩევნებს ახასიათებს შედარებით დაბალი აქტივობა და იმ ფონზე, რომ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს არჩევნებში გამარჯვების იმედი, რა თქმა უნდა, მათი ამომრჩეველი არის დემოტივირებული. თუმცა ამ ფონზე აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალია. 10:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება, 12:00-საათიანი ციფრები გამოცხადდება და ნახავთ, საბოლოო ჯამში, როგორია საერთო სურათი. მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება იყოს გარკვეული კლება აქტივობაში არის ის, რომ ოპოზიციას მთლიანად აქვს გადაწურული გამარჯვების იმედი. 3 წელიწადში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, 2028 წლის 28 ოქტომბერს, ყველა ნახავთ, რომ აქტივობა იქნება მაღალი. ეს, რა თქმა უნდა, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ცესკოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. 60 %-ს სცილდება ამ კონკრეტული ინსტიტუტის მიმართ ნდობაც და ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ. 2012 წლამდე, გახსოვთ, რომ სისტემურად და სისტემატურად ყალბდებოდა არჩევნები და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს