ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის გაერთიანებას არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტირებულია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს.
"იცით, რით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და რით გამოირჩევიან ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. თავის დროზე, როდესაც საუბარია ძალადობაზე, გახსოვთ, მათი ძალადობა მედიასაშუალებებზე, მათი ძალადობა 26 მაისს, როდესაც მშვიდობიან შეკრებას შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ახლა ეს კრიმინალები, დამნაშავეები, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი გადააბარეს, საუბრობენ ასეთ რაღაცებზე. ამ კრიმინალს გამოუტანა განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ, შესაბამისად, მათ განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს საზოგადოების თვალში, ამიტომ არ აქვს ფასი მათ განცხადებებს არც „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, არც რაიმე სხვას, რადგან ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს ერთმანეთისგან შავსა და თეთრს. რაც შეეხება მათ გაერთიანებას, ამასაც არავითარი ფასი არ აქვს, მთლიანად დისკრედიტებულია ოპოზიცია, შეუძლიათ გააგრძელონ იმის კეთება, რასაც აკეთებენ აბსოლუტურად ნულია მათი წარმატების შანსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




