
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის მოლოდინები არ გამართლდება, ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, გაგრძელდება თანმიმდევრულად წინსვლა ამ მიმართულებით.
“ოპოზიციას ჰქონდა ჭარბი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა დაზიანდებოდა ამ დღეების განმავლობაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ეს მოლოდინები არ გამართლდება. ქვეყანა ივლის წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით. როგორი დაბრკოლებაც არ უნდა შეექმნას საქართველოს ამ გზაზე ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ განვაგრძობთ თანმიმდევრულად წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს