ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ, მეათე ე.წ. ფანჩატური

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში
"ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის ალბათ, მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. ეს აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




