Logo

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ

პოლიტიკა
107
Frontnews image description

ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის.

"ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის. 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება, მათ ხალხთან მისასვლელი პირიც არ აქვთ. დააანონსეს ხალხში გასვლა და ხალხში ვერ გავიდნენ. ერთმანეთსაც კი ვერ ელაპარაკებიან, არათუ, ხალხთან შეუძლიათ საუბარი. ასეთ პირობებში, ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები