
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს, თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.
მისი თქმით, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას.
“მე მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. არც მათ შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თქვენ იცით, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება მათი საქმიანობა. არც მათ შესვლას და არც მათ არ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს