ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობა ალბათ უკვე შვიდჯერ შექმნეს, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის ერთობას არავითარი პერსპექტივა არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხარეს არის უცხოური, გარე დავალებები და ასეთ პირობებში მათი ვერც ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული.
"ასეთი ერთობა მათ შექმნეს ალბათ უკვე შვიდჯერ, ახლა მერვე მცდელობაა, არავითარი პერსპექტივა ამას არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ აქ არ არის ღირებულებები. ამ პოლიტიკური პარტიების მხარეს არ არის ღირებულებები, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ეს არის უცხოური, გარე დავალებები, ასეთ პირობებში მათი ვერც ერთი ერთობა ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




