ირაკლი კობახიძე - ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას

ავტორი
Front News საქართველო
ოპტიმიზაციის შედეგად, ყველა სახელმწიფო საწარმოში ჯამურად, წლიურ ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ ლარის ეკონომიას, რაც ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების განვითარებაში და პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძირითადად, სახელმწიფო საწარმოების ნაწილში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა - ენერგეტიკული საწარმოები და საქართველოს რკინიგზა.
"ენერგეტიკის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახდა „ელექტროსისტემასა“ და „საქრუსენერგოში“, ამ საწარმოებში ყველაზე მეტი თანხა დაიზოგა წლიურ ჭრილში. ჩვენ საკადრო გადაადგილებების, ცვლილებების და ოპტიმიზაციის შედეგად, ოპტიმიზაციაში იგულისხმება როგორც საკადრო, ისე ზოგადი ხარჯების ოპტიმიზაცია, ყველა სახელმწიფო საწარმოში ერთად, წლის ჭრილში, მივაღწიეთ 700 მლნ-იან ეკონომიას. ეს არ არის ერთჯერადი ეკონომია, ეს თანხა ჩაბრუნდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების, ეკონომიკის განვითარებაში, რკინიგზის, ელექტროსისტემის, გადამცემი ხაზების განვითარებაში, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებაზე", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


