Logo

ირაკლი კობახიძე - ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს 

პოლიტიკა
138
Frontnews image description

ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.

„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებით და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები