
ავტორი
Front News საქართველო
ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი.
“გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს