
ავტორი
Front News საქართველო
სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ორშაბათს იმსჯელებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს – ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ ორშაბათსვე გავასაჯაროვებთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება. სამი მათგანი ოპოზიციის წევრია – ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი, მეოთხე კი ყოფილი სპიკერი კახა კუჭავა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს