
ავტორი
Front News საქართველო
პარალიმპიელი ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ოლიმპიელების შემთხვევაში.
“პარალიმპიელებთან მიმართებით მიდგომა არის ზუსტად ისეთივე, როგორც ოლიმპიელების შემთხვევაში და ისინი წარდგენილნი იქნებიან შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე ზუსტად იმავე პრინციპით, როგორც წარვადგინეთ ოლიმპიელები. ჩემპიონები, პრიზიორები და ასევე მწვრთნელები იქნებიან წარდგენილნი შესაბამის სახელმწიფო ჯილდოებზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს