
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას. ვინ შემოვა, ვინ არ შემოვა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რაც მთავარია ახალი, ხელოვნური კრიზისის შექმნას ისინი ვერ შეძლებენ – უბრალოდ ამის არავითრი რესურსი აღარ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“რაც შეეხება გარკვეული საკითხების გადაწყვეტას, მსჯელობას, ამაში ოპოზიციის ჩართულობას, როგორც კი კეთილს ინებებენ და დაასრულებენ ე.წ. ბოიკოტს და შემოუერთდებიან საპარლამენტო სამუშაო პროცესს, მაშინ ვიმსჯელებთ ყველაფერზე. ოღონდ ამისთვის აუცილებელი პირობაა ერთი დღის წესრიგი შეცვალონ მეორე დღის წესრიგით. თან ეს რაც შეიძლება მალე უნდა გააკეთონ. როცა ნახავენ, რომ 6 ნოემებსრ ჩაუვარდებათ ყველაფერი, უკვე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამას თუ არ გააკეთებენ და გააგრძელებენ დესტრუქციულ ქმედებებს, ამ შემთხვევაშიც ჩვენგან ადეკვატურ რეაქციას მიიღებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს