
ავტორი
Front News საქართველო
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება, რომელშიც პარლამენტის ხუთი წევრი მიიღებს მონაწილეობას.
“პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ გაიმართება პროცესი. ხუთი დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენელი იმ ოთხმოც კაციანი ჯგუფის, რომელმაც იმპიჩმენტის თაობაზე ოფიციალურად შეიტანა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. პარლამენტის ხუთივე წევრი პირადად მივიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში.
მოლოდინს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი, უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნასაც არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია, განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს