
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სასესიო დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს პროვოკაცია უწოდა.
“ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები გამოიყენეს ამ პროვოკაციისთვის. ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზნების მიღწევას. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი.
ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროვოკაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გამოყენება“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში მოქალაქემ “ქართული ოცნების” დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და ბანერი – “არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან” გამოფინა
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს