
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს და ყველა მიმართულებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ანგარიშის ზეპირი მოსმენა ივნისის ბოლოს შედგება.
"ტრადიციულად ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, ეს არის ეკონომიკის საკითხები, სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა განათლება და ა.შ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს, ყველა მიმართულებას. ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც პირადად წარვდგები პარლამენტარების წინაშე. ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა. ველოდებით საინტერესო დისკუსიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს