ირაკლი კობახიძე – პარტიული ტელევიზიები აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას, საქმე ეხება 2011 წლამდე ჩანაწერებს


ავტორი
Front News საქართველო
პარტიულმა ტელევიზიებმა გახსნეს სეზონი, მათ შორის „ტვ პირველმა“ და ეს სეზონი გახსნეს პოლიტიკიდან გასულ ყოფილ თავმჯდომარეზე „შეტევით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
“როგორც ჩანს, აქვთ განზრახვა, რომ როდესაც შეუტევენ ყოფილ თავმჯდომარეს, ამით „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მოახდენენ. ანონსი ვნახე, აპირებენ ჩანაწერების გავრცელებას და სინამდვილეში აქ საქმე ეხება მაქსიმუმ 2011 წლამდე ჩანაწერებს, რადგან ერთ-ერთი მოსაუბრე მხარე არის გიგა ჩრდილელი, ეს არის ის ადამიანი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა პირველი წერილში მან გაშიფრა გიგა ჩრდილელი როგორც ვანო მერაბიშვილის აგენტი, ის იყო შეგზავნილი „ქართუში“ და ასეთი ადამიანის აუდიო ჩანაწერები აქვთ ახლა გამოტანილი. ამაში რომ იყოს რამე მაკომპრომიტირებელი, 2011-12 წლებში პირველ რიგში გამოიყენებდნენ, 10 წელი ამას არ შეინახავდნენ. აქედან ჩანს, რომ აბსოლუტურად უსუსურია მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ განახორციელონ დისკრედიტაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს