Logo

ირაკლი კობახიძე - პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ

პოლიტიკა
137
Frontnews image description

პატიმრები, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს, სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან კონკრეტული ბრალის ქვეშ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ათასამდე ადამიანი ძალადობდა გასული წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებზე და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს.

"საქართველოში არის ეფექტიანი მართლმსაჯულება, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად საქმეების გადაწყვეტას. რაც შეეხება ზოგადად, ამ 30 პატიმარს, რომლებსაც უწოდებენ სინდისის პატიმრებს - სინამდვილეში, უსინდისო ქმედებების გამო არიან ეს ადამიანები კონკრეტული ბრალის ქვეშ. ათასამდე ადამიანი ძალადობდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში გასულ წელს და ათასამდე ადამიანიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული, რაც მაღალ სტანდარტებზე მიანიშნებს. სინამდვილეში საქართველოში არის გამოძიების და სასამართლოს მაღალი სტანდარტი და სწორედ ამის გამო არის 3%-იანი მაჩვენებელი რეალურად. გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობა ხორციელდებოდა გასული წლის ბოლოს და ამ მასშტაბის ძალადობის ფონზე მხოლოდ 30 პატიმარი მიანიშნებს სწორედ მაღალ სტანდარტზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement