Logo

ირაკლი კობახიძე - პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ეს დღე შეგვახსენებს მრავალი ქართველის გმირობას და პასუხისმგებლობას

პოლიტიკა
171
Frontnews image description

დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გმირთა მოედანზე განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისი თქმით, ეს დღე არის შეხსენება მრავალი ქართველის გმირობის.

"ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“, -  განაცხადა კობახიძემ.
 

Advertisement