ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა.
"პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ უწმინდესის სიბრძნემ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის რწმენა, რელიგიური იდენტობისა და ქრისტიანული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება კი ქვეყნის ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


