Logo

ირაკლი კობახიძე - პეტერ ფიშერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ძალიან ხშირად იჭრება ხოლმე პოლიტიკაში ოპოზიციის სასარგებლოდ

პოლიტიკა
92
Frontnews image description

აბსოლუტურად ცხადია, რომ პეტერ ფიშერს აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიანი რადიკალური ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პეტერ ფიშერს ცოტა ხანში უფლებამოსილების ვადა ეწურება და საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაზე იზრუნებს.

"ბატონი ფიშერი არის პოლიტიკურად მიკერძოებული. ამის იქით არ ღირს ბევრი რამის თქმა, მას ცოტა ხანში ამოეწურება უფლებამოსილების ვადა და დავიტოვოთ იმედი, რომ მას შეცვლის ისეთი ელჩი, რომელიც იზრუნებს არა ურთიერთობების გაუარესებაზე საქართველოსა და გერმანიას შორის, არამედ პირიქით, ამ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე. ამის იმედი უნდა დავიტოვოთ. ის არის პოლიტიკურად მიკერძოებული, ის ძალიან ხშირად იჭრება ხოლმე პოლიტიკაში ოპოზიციის სასარგებლოდ, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც მას უწევდა ისეთი პასუხის გაცემა, რომელიც იქნებოდა საზიანო ოპოზიციისთვის, რა თქმა უნდა, მას აღარ მოუნდა ჟურნალისტებთან საუბარი. აბსოლუტურად ცხადია, რომ მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება და სწორედ ამ პოლიტიკური მიკერძოების შედეგია ის, რომ მან თავი აარიდა საუბარს ისეთ თემაზე, რომელიც არ იყო მომგებიან რადიკალური ოპოზიციისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები