ირაკლი კობახიძე - ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იყო მარტივი გათვლა - ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბიბისის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში.
"იმთავითვე განწირული იყო ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული. მარტივი გათვლა იყო - ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბიბისის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში, რაც ვიხილეთ კიდეც. რაც წინასწარ დავაანონსეთ, ის ვიხილეთ კიდეც“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




