Logo

ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა

პოლიტიკა
211
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას, რომლის საშუალო მაჩვენებელმა 2025 წელს 7,5% შეადგინა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგნოზირებადი გარემოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ დაბალ საგადასახადო განაკვეთებს და იმ ინიციატივებს, რომლებსაც ხელისუფლება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები