
ავტორი
Front News საქართველო
როგორი “ფეიკიც“ არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე “ფეიკია“ მისი შიმშილობაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად “ფეიკია“ მისი ე.წ. შიმშილობა. საზოგადოებამ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც იხილა და ზოგადად, საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს. როგორი “ფეიკიც“ არის ზოგადად მიხეილ სააკაშვილი, ასეთივე “ფეიკია“ მისი შიმშილობაც. გუშინ ყველამ დაინახა ისიც, რომ ფიზიკურად საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. ამის მიზეზი არის, რომ ის ჭამს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასა და მის დეტალებს, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შესაბამისი უწყება დეტალებთან დაკავშირებით გაავრცელებს ინფორმაციას და გააკეთებს დეტალურ განმარტებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს