ირაკლი კობახიძე - ფორუმებზე პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი


ავტორი
Front News საქართველო
ფორუმებზე ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში, ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში.
"ერთი-ორი გამონაკლისი არის ხოლმე ამ ფორუმებზე რასაც ჰქვია ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმი, მაგრამ ძირითადად პირად ურთიერთობებში ლიდერები არიან ძალიან პოზიტიურად განწყობილი და ასეთ განწყობას აფიქსირებენ ურთიერთობებში, საუბრებში. ეს მოხდა ბოლო შემთხვევაშიც და თან ეს განწყობა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული იყო, ეს იყო საერთო ფონი. მთავარია, რომ ეს განწყობები გადაიზარდოს რეალურად პოლიტიკური კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაში, ეს არის მთავარი. ვნახოთ, დავიტოვოთ იმედი. იმედია, გააცნობიერებენ, რომ სამი წელი არაფრის შანსი აღარ აქვთ და უნდა დაელაპარაკონ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, დემოკრატიულ ხელისუფლებას. ვნახოთ რა იქნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს