Logo

ირაკლი კობახიძე - პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში

პოლიტიკა
225
Frontnews image description

ჩვენი ერთადერთი პირობა არის ის, რომ ამ დებატებს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ფორმა და დებატების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყველა თემასთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს დებატები უნდა იყოს საგნობრივი, თემატური.

"ჩვენ ასე წარმოგვიდგენია დისკუსიები, რომლებიც უნდა გაიმართოს საჯარო სივრცეში. დანარჩენი არის მედიასთან კონსულტაციების საგანიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე, უსწრაფესად მოხერხდება ამ ფორმატებზე შეჯერება.  პირადად მეც მზად ვარ, ჩავერთო ასეთ დისკუსიებში. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, შედგეს ჯანსაღი დისკუსიები, ჯანსაღი დებატები. ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა საქართველოში პოლარიზაციის მაქსიმალურად დაძლევის“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები