
ავტორი
Front News საქართველო
ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, ახალი სადამკვირვებლო ორგანიზაციის “ჩემი ხმა“ დაფუძნებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, ისინი პირდაპირ არიან ჩართულნი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში.
“ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და ისინი ახორციელებენ სინამდვილეში არა დაკვირვებას, არამედ, ისინი წარმართავენ საარჩევნო კამპანიას. შეგიძლიათ ნახოთ მათი ფეისბუკგვერდი, ისინი დაკავებულები არიან არა დაკვირვებით, არამედ, პირდაპირ არიან ჩართული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. თუმცა, იმდენად რეპუტაციაშელახულები არიან ეს ადამიანები, რომ ვერავითარ დადებით გავლენას ვერ მოახდენს მათი ჩართულობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შანსებზე, პირიქით, დამატებით ხელს შეუწყობს „ქართული ოცნების“ ისეთ შედეგს, რომელიც ეკადრება ჩვენს გუნდს და ისეთ შედეგს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს