Logo

ირაკლი კობახიძე – პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი

პოლიტიკა
24.02.2025 / 14:50
Frontnews image description

გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში.

“ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს. შარშან ზრდამ შეადგინა 9.5% და სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის, რბილად რომ აღვნიშნოთ, თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში. პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება დიდწილად შესრულდა და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები