
ავტორი
Front News საქართველო
მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.
მისი თქმით, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, იქნება დისკუსია ყველა თემაზე.
“მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ვართ მყისიერად მზად განხილვისთვის. თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს