
ავტორი
Front News საქართველო
პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღე მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს.
“მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო შსს მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს ეს დღე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს