
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
“საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები.
დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას 2014 წლიდან შეუერთდა, როგორც ასოცირებული დამკვირვებელი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს