Logo

ირაკლი კობახიძე - პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას

პოლიტიკა
457
Frontnews image description

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა.

მისი თქმით, საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც.

"ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და აქედან გამომდინარე, საჭიროა ლავირება, საჭიროა მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება და ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში “, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები