ირაკლი კობახიძე - პრაქტიკულად უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია


ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი გაკეთდება ზოგადად იმისათვის, რომ გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო, გუშინდელი არჩევნები.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენმა პარტიამ მიიღო ხმების 70%-ზე მეტი, რაც არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი.
რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგს, პრაქტიკულად ჩავარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, რომელიც მოამზადა "დიფ სტეიტმა", პრაქტიკულად უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია. „ლელომ“ შეგახსენებთ წინა არჩევნებში, შარშან, მიიღო 180 000-ზე მეტი ხმა, ახლა მიიღო ამის ნახევარი, იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება გახარიას პარტიას წინა არჩევნებზე ჰქონდა 160 000-ზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო დაახლოებით 50 000 ხმა. ანუ, ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი.
ყველაფერი გაკეთდება ზოგადად იმისათვის, რომ გავანეიტრალოთ ის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ მიმართულებით გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო, გუშინდელი არჩევნები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ზრუნვას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს