Logo

ირაკლი კობახიძე - პრემიერ ლი ციანთან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ

პოლიტიკა
167
Frontnews image description

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი.

“ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Advertisement