ირაკლი კობახიძე – პრემიერის, მთავრობის და ეკლესიის ჩართულობით ზაზა გახელაძე თავისუფალია


ავტორი
Front News საქართველო
ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საქართველოს მთავრობა ინტენსიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა ასეთ შემთხვევაში აქტუალური სხვადასხვა ფორმატებით, საბოლოო ჯამი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური ძალისხმევით და საპატრიარქოს ჩართულობით, ეს მოხერხდა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
“ვულოცავ საზოგადოებას ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, განსაკუთრებით ოჯახს, შვილებს მეუღლეს, მშობლებს , ნამდვილად სასიხარულო დღეა. ჩვენთვის მთავარი იყო ამნისტიის მიღწევა და ეს მიზანი მიღწეულია. მთავრობა თავიდან ბოლომდე ინტენსიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა იმ ფორმატებით, რომელიც ასეთ შემთხვევაში აქტუალურია, გამოყენებული იქნა სხვადასხვა ინსტრუმენტი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, საბოლოო ჯამი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური ძალისხმევით, საპატრიარქოც იყო ჩართული ამ პროცესში, ეს მოხერხდა. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ და არც არის მიზანშეწონილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა