Logo

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში

პოლიტიკა
192
Frontnews image description

მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედის მომცემ საეტაპო მოვლენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში.

მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც  ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

Advertisement