Logo

ირაკლი კობახიძე - პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის

პოლიტიკა
128
Frontnews image description

გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ის, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

„იყო სერიოზული გამოწვევები, ამაზე ჩვენ არ მოვერიდეთ საჯაროდ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარე. ვხედავდით, რომ სპეკულაციებისთვისაც იყენებდნენ ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ მოვერიდეთ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს, მათ შორის იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც იყო გუნდის შიგნით. ჩვენ მიზნად დავისახეთ კორუფციის აღმოფხვრა. ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები