Logo

ირაკლი კობახიძე - პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება

პოლიტიკა
200
Frontnews image description

გასული თვეების მანძილზე ჩვენ გვაქვს 7.9% ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგნოზი, რომელიც დაიდო თავიდანვე, გადაჭარბებით შესრულდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდის მაღალი მაჩვენებელია.

"ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე, მეტყველებს იმაზე, რომ არის მაღალი ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მისი ეკონომიკური გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ასეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის Emaar-ის  Eagle Hills-ის პროექტი, რომელიც დაიწყება ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას საქართველოში“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement